18/02/2022
12:00
საზოგადოება
მისი თქმით, დიდი საერთაშორისო, პოლიტიკური თუ კრიმინალური მხარდაჭერის გარეშე კეზერაშვილი ამხელა სივრცეს ვერ მოიცავდა.
„ტეფტის მოხსენებაც იცით ალბათ და მეტი ვინღა უნდა თქვას კეზერაშვილის თაობაზე, რომ რამე სერიოზული ნაბიჯები იყოს გადადგმული. გახსოვთ ალბათ, საფრანგეთის პოლიციამ დააპატიმრა, მაგრამ იმის გამო, რომ აქედან არ ჩავიდა შესაბამისი საბუთები, ის გაათავისუფლეს. ალბანეთში სათამაშო ბიზნესი იქნება, თუ სხვა იქაური „გალფის“ სადგურები, კეზერაშვილის ხელშია. დიდი საერთაშორისო, პოლიტიკური თუ კრიმინალური მხარდაჭერის გარეშე ეს ადამიანი ამხელა სივრცეს ვერ მოიცავდა, ვერ შეძლებდა ამის გაკეთებას. პრაქტიკულად, სადაც მივდივართ ვაწყდებით მის არალეგალურ ბიზნესს. საერთოდ ასეა, როდესაც მოპარული ფული გააქვთ ქვეყნიდან, ცდილობენ ლეგალურ ბიზნესში დააბინაონ და ასე ვთქვათ, გაათეთრონ. აქ რაღაც უცნაურად ხდება. სეიშელის კუნძულები, კვიპროსი, თუ ვირჯინია ეს არის ოფშორები, სადაც ფირმების სახელები ფიგურირებს, რაც კეზერაშვილთან ასოცირდება. ეს ფულები ირეცხება მიდის-მოდის და გამოდის, რომ მთელი მისი ბიზნესი, რომელიც საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშია, ყველა არის კრიმინალური. რატომ ხდება ეს ასე, ჩემთვის რთული სათქმელია“, - განაცხადა მამუკა არეშიძემ.
0
0
„ბორჯღალოსნები“ იტალიის ნაკრებს 17:6 უგებენ
17/11/2024
თბილისში აფეთქება მოხდა
17/11/2024