11/09/2024
20:51
სპორტი
საქართველოში ავსტრიის საელჩო სოციალურ ქსელში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ალბანეთთან მატჩს ეხმაურება და გულშემატკივარს გამარჯვებას ულოცავს.
„ვულოცავთ საქართველოს ეროვნული ნაკრებსა და მის ყველა გულშემატკივარს ერთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მეორე ბრწყინვალე გამარჯვებას.
განსაკუთრებით ვამაყობთ ოთარ კიტეიშვილით, ჩემპიონი კლუბის, გრაცის „შტურმის“ქართველი „ჯადოქარი ნახევარმცველით“ და 2023/2024 წლის სეზონის ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელით, რომელმაც საქართველოს ნაკრებთან ერთად შთამბეჭდავი თამაში აჩვენა.
წარმატებები სამომავლო შეხვედრებში“, – წერს საელჩო სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა. ამჟამად საქართველო ჯგუფს 6 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024