„უფალმა დაიცვას რუსული მიწა, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“ - რუსეთის პატრიარქი
27/02/2022
14:05
მსოფლიო
A-
+A
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ საკვირაო ქადაგებისას, ლიტურგიის შემდეგ განაცხადა, რომ ლოცულობდა მშვიდობისთვის „რუსულ მიწაზე“, რომელშიც შედის უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები. მან ასევე მოუწოდა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ყველა მორწმუნეს, როგორც ეკლესიაში, ასევე სახლში, ილოცონ მშვიდობის აღსადგენად ყველა ამ ქვეყანაში.
„უფალმა დაიცვას რუსული მიწა! როდესაც ვამბობ „რუსულს“, ვიყენებ ძველ გამოთქმას წარსული წლების ზღაპრიდან - „საიდან გაჩნდა რუსული მიწა“, რომელშიც შედის რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი და სხვა ტომები“, - განაცხადა პატრიარქმა მრევლთან მიმართვის დროს.
„ღმერთმა ქნას, რომ მოძმე უკრაინაში, რომელიც ჩვენთან ახლოსაა, არსებული პოლიტიკური ვითარება იყოს მიმართული იმისთვის, რომ მათ გაიმარჯვონ ბოროტ ძალებზე, რომლებიც ყოველთვის იბრძოდნენ რუსეთისა და რუსული ეკლესიის ერთიანობის წინააღმდეგ“, - დასძინა პატრიარქმა.
შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დილის 5:00 საათზე, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების ინტენსიური დაბომბვა უკრაინის აღმოსავლეთით.
0
0
418
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%