30/12/2021
12:31
პოლიტიკა
ის პირები კი, ვინც სიტუაციის დრამატიზებას ახდენენ, სააკაშვილის პოლიტიკურ ბატალიებში ჩართვას ცდილობენ.
„მას მისჯილი აქვს საკმაოდ მძიმე თემებზე მსჯავრი და, სხვათა შორის, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა კონსილიუმმა დაადგინა, რომ პატიმარი სააკაშვილი არის ჯანმრთელი, შესაბამისად, ის ექვემდებარებოდა პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას.
აქ არ მომხდარა რამე განსაკუთრებული და ვისაც დრამატიზება შემოაქვს, მათ სინდისზე იყოს. ამით ცდილობენ, რომ ეს ადამიანი კვლავ თავის პოლიტიკურ ბატალიებში ჩაითრიონ“, - აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, თუ ექსპრეზიდენტი კვლავ შიმშილობას დაიწყებს, ექიმები მას შესაბამის სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.
„თუ შიმშილობას დაიწყებს, არა უშავს, ექიმები არიან, მიხედავენ, როგორც წინა შემთხვევაში მიხედეს და მგონი, გამოაჯანმრთელებენ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
0
0