08/12/2022
19:25
სამართალი
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, თუ ექსპრეზიდენტი საქალაქო სასამართლოში მისვლას ვერ შეძლებს, მაშინ დააყენებს შუამდგომლობას, რომ პროცესი კლინიკაში ჩატარდეს ტელევიზიების თანდასწრებით.
„თუ სააკაშვილი ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გამოცხადებას, ან „ვივამედიდან“ არ იქნება სათანადო ცნობა, მაშინ ჩვენ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ სასამართლო თავად მოვიდეს კლინიკაში, ოღონდ ერთი პირობა იქნება ჩვენი მხრიდან, მოხდეს პროცესის პირდაპირი ტრანსლაცია, კი ბატონო, „ვივამედში“, ოღონდ ტელევიზიების თანდასწრებით“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
მანამდე, სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა წერილი: „ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს“.
ცნობისთვის, ხვალ, 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩანიშნულია მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი.
0
0