10/04/2023
19:06
სპორტი
თურქული გამოცემა Yenisafak ამტკიცებს, რომ „ტრაბზონსპორი“ მწვრთნელის პოსტზე რეალურად რადენიმე ვარიანტს განიხილავს და მათ შორის, შოთა არველაძის დაბრუნებას.
„ტრაბზონსპორში“ მწვრთნელთან დაკავშირებით რამდენიმე კანდიდატი გამოიკვეთა და მოსალოდნელია, რომ გუნდში სამწვრთნელო პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
„ტრაბზონსპორის“ ადმინისტრაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს – სეზონს დაასრულებს იჰშან დერელიოღლუ, რომელიც გუნდს ამჟამად დროებით ხელმძღვანელობს. ასევე განიხილება ოთხი ახალი კანდიდატურა. სეზონის ბოლოს, გუნდში დაინიშნება „ფატიჰ კარაგუმრუკის“ მწვრთნელი ანდრეას პირლო ან „სტამბოლსპორიდან“ ფატიჰ თეკეს მიიწვევენ.
„ტრაბზონსპორისთვის“ არის სხვა შესაძლებლობაც, თუ სათანადო პირობები გაუჩნდებათ, გუნდში სერგენ იალჩინს ან შოთა არველაძეს მიიწვევენ. გუნდის წარმომადგენლები ადრეც შეხვდდნენ იალჩინს, მაგრამ მოლაპარაკებები ჩაიშალა.
„ტრაბზონის“ ხელმძღვანელობა, რომელიც დღეს ერთუგრულ დოღანის თავმჯდომარეობით შეიკრიბება, სავარაუდოდ, საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს“, – წერს თურქული გამოცემა.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024