„სურს, გოლი შვილისთვის გაიტანოს“ - La Gazzetta Dello Sport კვარაცხელიაზე
23/08/2024
17:24
სპორტი
A-
+A
„ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ორდღიანი შვებულების შემდეგ ნეაპოლში დაბრუნდა.
შვილის დაბადების გამო ქართველი ფეხბურთელი ორდღიან შვებულებაში იყო და თბილისში დაბრუნდა, მაგრამ უკვე ანტონიო კონტეს განკარგულებაშია. მას არც დაზიანება აწუხებს, რომელიც სერია A-ს პირველ ტურში „ვერონასთან“ მატჩის დროს მიიღო.
Gazzetta Dello Sport-ი წერს, რომ ქართველი ძალიან ბედნიერია და სურს, რომ გოლი შვილისთვის გაიტანოს.
„მამა ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნდა. ბედნიერი, როგორც არასდროს, თავისი შვილის, დამიანეს დაბადების შემდეგ. ის უკვე კონტეს განკარგულებაშია და მისი ტალანტი ძალიან მნიშვნელოვანია „ბოლონიასთან“ შეხვედრაში. კვირას შექმნილი პრობლემებიც უკან დარჩა, კვარა დამუხტულია და მზადაა. სურს, შვილისთვის გოლი გაიტანოს“, - წერს ცნობილი გამოცემა.
0
0
384
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%