26/06/2023
17:21
კულტურა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვა მიმდინარეობს, ოპოზიციონერ დეპუტატებს, იაგო ხვიჩიასა და გრიგოლ ვაშაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც საკუთარი გამოსვლის დროს ხვიჩიამ ვაშაძეს „სულელი“ უწოდა.
„თქვენს ბოდვას ვუსმენდით გრიგოლ - რა გვარი ხართ? რა გვარია ეს სულელი? ამ სულელის ბოდვას ვუსმენდით. თქვენ შეურაცხყოფილი ხართ დაბადებიდან. სულელია, ვინც ამას ვერ ხვდება, აქ საერთოდ როგორ ზიხარ? ათასი სულელური აზრი მოვისმინე, მაგრამ არავისთვის შემიწყვეტინებია. ერთ-ერთი სანიმუშო ამორალური ადამიანი მაძლევს შენიშვნას, რატომ? არ არის ამორალური?სინამდვილეში ახლა კამათი რაზე გვაქვს- ერთი მხარე იძახის, ამ ხალხს ცოტა ფული უნდა მივცეთო, მეორე მხარე ამბობს - ბევრი ფული უნდა მივცეთო. სინამდვილეში უნდა ვკამათობდეთ იმაზე, სახელმწიფო უნდა ერეოდეს ავტორების საქმეში თუ ეს უნდა წყდებოდეს სასამართლოს მეშვეობით“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ვაშაძემ ხვიჩიას სხდომაზევე უპასუხა.
„შენ შეურაცხყოფას ვერ მომაყენებ. გაუნათლებელი, უზრდელი ხარ“, - მიმართა გრიგოლ ვაშაძემ იაგო ხვიჩიას.
ამასთან, ხვიჩიას გამოსვლის პარალელურად მას სხვადასხვა რეპლიკებით მიმართავდნენ სხდომაზე სტუმრად მყოფი კულტურის სფეროს წარმომადგენლები. მათ ხვიჩიას გამოსვლაზე საკუთარი პროტესტი მაგიდაზე ხელების ბრახუნით გამოხატეს. აღნიშნულის შემდეგ ხვიჩიამ მათ კითხვით მიმართა.
„მე რომ ამოგივარდეთ სცენაზე, მიკროფონი წაგართვათ და სიმღერა არ დაგასრულებინოთ, მოგეწონებოდათ?“, - განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის კულტურის კომიტეტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს იხილავს.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024