06/06/2022
17:03
მსოფლიო
„სიენენი“ ე.წ. ბრეიქინგ (სასწრაფო და მნიშვნელოვანი) ახალი ამბის კვალიფიკაციას უფრო ნაკლებად გამოიყენებს. როგორც ტელეკომპანიის ახალმა ხელმძღვანელმა, კრის ლიხტმა განაცხადა, ტელეკომპანიის თანამშრომლებს უკვე დაურიგდათ ინსტრუქცია, თუ რომელ ახალ ამბავს უნდა მიანიჭონ მნიშვნელოვანი და სასწრაფოს სტატუსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ე.წ. ბრეიქინგ ამბის კვალიფიკაცია საჭიროზე მეტჯერ იყო გამოყენებული და ამის გამო აუდიტორია ასეთ ამბავს უკვე სათანადო ყურადღებას აღარც აქცევს.
ლიხტი და „უორნერ ბრაზერსის“ აღმასრულებელი დირექტორი დევიდ ზასლავი აცხადებენ, რომ ამიერიდან უპირატესობას ტრადიციულ ჟურნალისტიკას მიანიჭებენ.
„ჩვენ ვართ სიმართლის მთქმელი ხალხი, ორიენტირებულები ინფორმაციის მიწოდებაზე და არა მომხმარებელთა შეშფოთებაზე“, – განაცხადა „სიენენის“ ახალმა ხელმძღვანელმა. მისივე თქმით ე.წ. ბრეიქინგ ახალი ამბის სტატუსს მხოლოდ უკიდურესად მნიშვნელოვან ამბებს მიანიჭებენ.
0
0