„სი ჩერტო“ – თბილისში „ბადაგონის“ კიდევ ერთი, პრემიუმ კლასის რესტორანი გაიხსნება
28/08/2020
15:40
ბადაგონი
A-
+A
„სი ჩერტო“ (Si, certo) – ამ სახელწოდებით თბილისში, მერაბ კოსტავას 60 ნომერში „ბადაგონის“ ახალი, პრემიუმ კლასის რესტორანი გაიხსნება. აღასანიშნავია, რომ ამ ნაბიჯით კომპანია რესტორნების მიმართულების ათვისებას აგრძელებს. ბადაგონის პირველი რესტორანი – „ბადაგონის სახლი“ თავისუფლების მოედანზე მდებარეობს.
ინფორმაციას ახალი რესტორნის გახსნის თაობაზე, კომპანია „ბადაგონშიც“ ადასტურებენ, თუმცა ჯერჯერობით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენ სტუმარს დაიტევს „ბადაგონის“ ახალი რესტორანი „Si Certo”, რაზე გაკეთდება აქცენტი, ან რას შესთავაზებს მომხმარებელს. თუმცა, ცნობილია ის, რომ რესტორანი პირველ სტუმრებს სულ მალე უმასპინძლებს.
რაც შეეხება, ღვინის რესტორან „ბადაგონის სახლს,“ აქ, ყოველდღიურად ქართული სამზარეულოს ექსპერიმენტული კერძები მზადდება. თითოეული კერძი ბადაგონის ღვინოს შთაგონებით არის შექმნილი. ღვინის რესტორნის მყუდრო, დახვეწილი გარემო გათვლილია როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.
0
0
240001
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%