31/05/2024
20:15
ეკონომიკა
„შუა დერეფანი“ ხსნის უზარმაზარ შესაძლებლობებს გლობალური ვაჭრობისთვის, – ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მეცნიერებთან შეხვედრისას განაცხადა.
ყაზახეთის პრეზიდენტის თქმით, ყაზახეთის, როგორც ევრაზიის სატრანზიტო კვანძის პოზიციის გასაძლიერებლად აუცილებელია საავტომობილო, საჰაერო და სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარება.
“ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი უზარმაზარ შესაძლებლობებს უხსნის გლობალურ ვაჭრობას. 2027 წლისთვის ვგეგმავთ ამ დერეფნის გასწვრივ ტვირთის გადაზიდვის მოცულობის გაზრდას წელიწადში 10 მილიონ ტონამდე”, – განაცხადა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა.
„შუა დერეფანი“ აკავშირებს ჩინეთისა და ევროკავშირის ქვეყნების სავაჭრო ქსელებს ცენტრალური აზიის, კავკასიის და თურქეთის გავლით. მრავალმხრივი მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა აკავშირებს კასპიის და შავი ზღვების საბორნე ტერმინალებს ჩინეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, უკრაინის და პოლონეთის სარკინიგზო სისტემებთან.
0
0