26/10/2021
18:54
საზოგადოება
მისი თქმით, ქრონიკული დაავადებები, რომელიც ექსპრეზიდენტს აწუხებს, შიმშილობის ასეთი დიდი პერიოდის შემდეგ შეუქცევად პროცესში შეიძლება გადაიზარდოს.
„ის, რაც მას აქვს, თანდაყოლილი დაავადებები, რომელიც ნორმალური კვებისა და ცხოვრების რეჟიმში შესაძლოა დაავადებადაც არ ჩაითვალოს, ასევე პათოლოგიები, რომლებიც ნორმალურ პირობებში არ წარმოადგენს საშიშროებას, შიმშილობის დროს საგანგაშოა.
ამ შემთხვევაში, როცა მიხეილ სააკაშვილი 25-26 დღეა შიმშილობს, არის ძალიან დიდი რისკი. შესაძლოა, უბრალოდ ღამით, როცა საკანში მარტოა, ისე ცუდად გახდეს, ისე მძიმე ფორმით განუვითარდეს რომელიმე პათოლოგია, რომ ვერც მიუსწრებს ადამიანი, რომ რეანიმობილით სადმე გადაიყვანოს.
კატეგორიულად მოვითხოვ და ვაფრთხილებ ციხის ადმინისტრაციას თუ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვის სამინისტროს, მიიღეთ ეს როგორც უკიდურესი საგანგაშო გაფრთხილება, რომ ბატონი მიხეილი ამ მდგომარეობაში უკვე უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ.
გთხოვთ, ბატონი მიხეილი გადაიყვანოთ ისეთ კლინიკაში, სადაც მას ექნება 24-საათიანი მეთვალყურეობა ყველა სასიცოცხლო ფუნქციაზე“, - აღნიშნა ეკატერინე მხეიძემ.
0
0