11/10/2021
11:23
სამართალი
მისი თქმით, გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები.
„2021 წლის 4 ოქტომბრიდან 8 ოქტომბრამდე დროის შუალედში ზ.ბ-სთან შეთანხმებით და მის მიერ ხელშეკრულების გარეშე დაქირავებულმა პირებმა ხ.ს-მ და გ.ს-მ ყოველგვარი სახელმწიფოსაგან გაცემული ნებართვის გარეშე, თვითნებურად აწარმოეს სამშენებლო სამუშაოები, რაც მიმდინარეობდა სამშენებლო და საინჟინრო უსაფრთხოების წესების სრული დარღვევით. მათ მოშალეს საცხოვრებელ სახლში როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კედლები. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობდა შესაბამისი საინჟინრო უსაფრთხოების მცოდნე ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობის გარეშე.
აღნიშნულმა გამოიწვია საცხოვრებელი კორპუსის მდგრადობისა და სიმტკიცის რღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნგრევა. გარდაიცვალა 9 პირი მათ შორის 3 არასრულწლოვანი და აღნიშნულ მისამართზე უძრავი და მოძრავი ქონება განადგურდა.
დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ მომენტშიც ტარდება სხვადასხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხულია ექსპერტები, ინჟინრები, რომლებიც საუბრობენ მომხდარი ფაქტის მიზეზების შესახებ.
საქმის მოცულობიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ექსპერტიზის დასკვნა არ არის, თუმცა, ის, რომ ბრალდებულებმა, თვითნებურად, სახელმწიფოსგან ყოველგვარი ნებართვის გარეშე განახორციელეს როგორც არამზიდი, ასევე, მზიდი კედლების მოშლა, ეს დასტურდება როგორც ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით, ასევე მეზობელთა ჩვენებებით, რომლებიც ასდასტურებენ რომ საცხოვრებელ კოპუსში სრულად იყო მოშლილი კედლები.
ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 2021 წლის 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით“, - განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.
0
0