13/11/2023
08:58
კულტურა
„კოტბუსის საერთაშორისო კინოფესტივალის“ გამარჯვებულები დასახელდნენ. ორი ჯილდო შეხვდა ფილმ „შაშვი შაშვი მაყვალს“.
საუკეთესო შესრულებისთვის კიდევ ერთი ჯილდო მიიღო ეკა ჩავლეიშვილმა, ხოლო ფილმს გადაეცა ეკუმენური ჯილდო.
ამავე როლისთვის მსახიობმა ეკა ჩავლეიშვილმა, რამდენიმე დღის წინაც, ასევე „ბელფასტის კინოფესტივალზე“ "საუკეთესო შესრულების" კატეგორიაშიც გაიმარჯვა.
ჩავლეიშვილს როლისთვის მიღებული აქვს სარაევოს კინოფესტივალის ჯილდო, იმავე დაჯილდოებაზე „შაშვი შაშვი მაყვალი“ საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა. მსახიობი ასევე დაჯილდოვდა ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე. ის ასევე ევროპული კინოაკადემიის ჯილდოზეა ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.
ელენე ნავერიანის „შაშვი შაშვი მაყვალი“ თამთა მელაშვილის იმავე სახელწოდების ბესტსელერი რომანის ეკრანიზაციაა.
ფილმი კანის საერთაშორისო კინოფესტივალის ერთ-ერთი დამოუკიდებელი პროგრამის, Quinzaine des Cinéastes-ის მონაწილე იყო. მოგვიანებით სურათი სარაევოს საერთაშორისო კინოფესტივალის ტრიუმფატორი გახდა. სურათი ასევე ევროპული კინოდაჯილდოების გრძელ სიაშიც მოხვდა, თუმცა საბოლოო ხუთეულში ვერ გავიდა.
„შაშვი შაშვი მაყვალი“ ასევე ოსკარის კანდიდატ ფილმებს შორის იყო, თუმცა ჟიურიმ უპირატესობა „მოქალაქე წმინდანს“ მიანიჭა.
0
0