03/12/2023
18:32
კულტურა
გენტის თანამედროვე ხელოვნების მუნიციპალურ მუზეუმში კარლო კაჭარავას გამოფენა - „სენტიმენტალური მოგზაური“ გაიხსნა.
კულტურის სამინისტროს წარმომადგენელის, მაგდა გურულის განცხადებით, გამოფენა ნაწილია იმ დიდი კულტურული და სახელოვნებო პროგრამის, რაც წარმოდგენილია ევროპალიაზე.
„ფესტივალი გაიხსნა 5 ოქტომბერს და თებერვლამდე გასტანს.ეს პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს მთავრობის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია რადგან ევროპელი მაყურებელი გაეცნობა ქართული კულტურის, ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს.კარლო კაჭარავა მნიშვნელოვანი ფიგურაა ქართული თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში. ის 30 წლის ასაკში გარდაიცვალა და დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ანალიტიკური და თეორიული ტექსტები, რომლებიც დღესაც აქტუალურია.
კარლო კაჭარავა ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ევროპულ სახელოვნებო მოძრაობასთან, რომელიც ცნობილია გერმანული ექსპრესიონიზმის სახელით, მაგრამ კარლოს აქვს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ეს არის მაგალითად, ტექსტები, რაც გერმანულ ექსპრესიონიზმში ძალიან იშვიათად გვხვდება. კარლო კაჭარავა სიმბოლურად დაუბრუნდა ევროპულ ფესვებს. ეს გამოფენა ევროპალია საქართველოს ნაწილია, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი მოვლენაა იმ პერიოდში, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსზე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მაგდა გურულმა.
0
0