10/07/2024
17:57
სპორტი
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი მიიჩნევს, რომ ზურიკო დავითაშვილი „სენტ ეტიენის“ გულშემატკივრებს ძალიან მოეწონებათ – ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა გამოცემა Poteaux-carres-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„სენტ ეტიენში დავიბადე და 20 წლამდე ამ ქალაქის გუნდში ვთამაშობდი. ცხადია, ეს ჩემი სახლია და „მწვანეების“ ლიგა 1-ში დაბრუნება ძალიან მახარებს. გამიხარდა დავითაშვილის ტრანსფერიც და მჯერა, რომ მისი პოტენციალი და პიროვნება ძალიან კარგად შეესაბამება „სენტ ეტიენის“ ღირებულებებს. ის არის ფეხბურთელი, რომელიც გამარჯვებისთვის ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ყველა მატჩი საუკეთესოდ შეიძლება ვერ ითამაშოს, მაგრამ ინტენსივობისა და თავგანწირვის თვალსაზრისით, დარწმუნებული ვარ, რომ „სენტ ეტიენის“ მაყურებელს დავითაშვილი ნამდვილად მოეწონება.
ის მოედანზე დაუღალავად მოძრაობს, როდესაც ბურთი აქვს, ყოველთვის ცდილობს, სწრაფად შეუტიოს და მეტოქეს ხიფათი შეუქმნას. საქართველოს ნაკრებში ორი სხვადასხვა სათამაშო სისტემა გამოვიყენე, სადაც ზურიკო მეორე თავდამსხმელად და ცენტრალურ ნახევარმცველად ვათამაშე. მაინც მგონია, რომ უფრო კომფორტულად თავს შეტევაში გრძნობს. ვფიქრობ, მისთვის საუკეთესო პოზიცია მარცხენა ფლანგიდან შეტევაა.
0
0