„საქართველოს მესამე პრეზიდენტი პიჯაკის „ქურდობისთვის“ სამართლდება, ეს ისტორიული სირცხვილია“ - ნიკა გვარამია
01/12/2021
18:41
სამართალი
A-
+A
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი პიჯაკის „ქურდობისთვის“ სამართლდება, ქვეყნის ისტორიული სირცხვილი“, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
გვარამიას თქმით, მას სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი სიმბოლურად აცვია.
„სააკაშვილის ერთ-ერთი პიჯაკი აგერ მაცვია. ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რადგან პრაქტიკულად კარგად მაქვს ეს პიჯაკი, რაც ჩემზე არ მეტყველებს მაინცდამაინც კარგად. „პიჯაკების საქმე“ ამ საქმეს ჰქვია იმიტომ რომ ყველაზე სიმბოლურია პიჯაკები და არა მხოლოდ იმიტომ რომ სააკაშვილი მარტო პიჯაკების ნაწილშია მართალი. არა, ყველაფერთან დაკავშირებით არსებობს პასუხები. ამ პასუხებს ხვალ მოისმენთ.
ამ პიჯაკის „ქურდობისთვის“ სამართლდება ასე ვთქვათ საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის ქვეყნის ისტორიული სირცხვილი“, - აცხადებს ნიკა გვარამია.
0
0
587
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%