30/09/2021
12:02
პოლიტიკა
პრემიერი აღნიშნავს, რომ დაკავებული იქნება ნებისმიერი სხვა ადამიანიც, რომელიც ამ პროცესში პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევას შეეცდება.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი ყველას გასაგონად. ჯერ ერთი, ბავშვი არ დაბადებულა და სახელს არქმევდნენო. ჯერ არ ჩამოსულა და თუ ჩამოვა დავიჭერთ. ვინც ხელს შეგვიშლის, იმასაც დავიჭერთ.
არავითარი სამოქალაქო დაპირისპირება მე არ დამიანონსებია. სამოქალაქო დაპირისპირება დააანონსეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, როცა განაცხადეს, რომ ხელს შეუშლიან სააკაშვილის დაკავებას. მე ვთქვი, რომ ოპოზიციას, მათ გუნდს არ შეუძლიათ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებაც კი. პიკის დროს, როცა იყო ყველაზე მთავარი მომენტი, მათ 5000-ზე მეტი ადამიანის მობილიზებაც ვერ შეძლეს, ჩვენ კი „ქართულ ოცნებას“, ნებისმიერ დროს, ერთ საათში შეგვიძლია მინიმუმ 100 000 მხარდამჭერის მშვიდობიანი დემონსტრაცია
სააკაშვილს სჭირდება 10 პოლიციელი, გამოცდილი კაცი, რომელიც მას დააკავებს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, მთავრობას აქვს რესურსი, რომ დაიცვას წესრიგი და ხელი არ შეეშალოს კანონის აღსრულებას.
0
0