03/11/2021
13:37
პოლიტიკა
სააკაშვილის ადვოკატის გიორგი გელბახიანის თქმით, სააკაშვილის პოზიცია უცცვლელია და ის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას.
„სააკაშვილი დასუსტებულია. სასიცოცხლო მაჩვენებელი დღემდე ექიმებს ეკავათ მედიკამენტური ჩარევით, ამის შემდგომ როგორ გაგრძელდება და რა პასუხებს მივიღებთ ანალიზებიდან, ჩვენთვის უცნობია. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ აგრძელებს შიმშილობას და არ აპირებს საკვების მიღებას. ის ასევე ელოდება ექიმებთან შეხვედრას.
მისი სისუსტე ძლიერდება, თუმცა მორალურად ძალიან მხნედ არის. აპირებს, რომ ასე გააგრძელოს. ამ ეტაპისთვის მას ფიზიკურად შეუძლია გადაადგილება. საკითხის დაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად უნდა იყოს სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ადვოკატმა და დასძინა, რომ მესამე პრეზიდენტისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა ხდება.
გელბახიანი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტი ალტერნატიულ კონსილიუმს ელოდება.
ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტმა საპატიმროდან მოუგო არჩევნები „ქართულ ოცნებას“.
ბასილაიას თქმით, შეკრებების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.
„მიხეილ სააკაშვილმა საპატიმროდან „ქართულ ოცნებას“ არჩევნები მოუგო. დღეს არის მთავარი ამოცანა, რომ ჩვენი მონაპოვარი ქართველმა ხალხმა ოფიციალურად გაიფორმოს. შესაბამისად პროტესტი და მიტინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ მიტინგების წარმატებით დასაგვირგვინებლად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი.
თუ ხალხი აქტიური იქნება და მოთხოვნებს ბოლომდე მიყვება მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იქნება. მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში უნდა იქნეს გადაყვანილი. მან ძალიან დიდი წონა დაკარგა, შესაბამისად მისი სასიცოცხლო მაჩვენებლების შენარჩუნება მედიკამენტური ჩარევითაც გართულდება.
ხელისუფლებისგან ჩვენ გვესმის ფანტასმაგორიულ განცხადებები. რაც შეეხება სასამართლოს, ჩათვალეთ რომ სასამართლო არის გაუქმებული. შედგება თუ არა პროცესი, არ გამიკვირდება მაგ ნაწილშიც აიღონ ნამუსზე ხელი და 10 ნოემბერშიც არ ჩაატარონ პროცესი. აქედან ერთია გამოსავალი და ეს არის ხალხის აქტიურობა“, - აცხადებს ბექა ბასილაია.
0
0
პრეზიდენტი 20:00 საათზე ბრიფინგს გამართავს
23/09/2024