05/10/2021
13:34
პოლიტიკა
იაგო ხვიჩიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანი საპატიმროში იჯდება, შემდეგ კი მას მმართველი გუნდი დაარეპორტებს ან რამე მსგავსს მოიფიქრებს.
ხვიჩია ამბობს, რომ „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ტრიუკმა გაჭრა.
ამასთან, ხვიჩიამ „ქართულ ოცნებას“ პლენარულ სხდომაზე რჩევით მიმართა და მოუწოდა, რომ ამ ტიპის ტრიუკის გამოყენება.
„მოგილოცავთ ამ შესანიშნავ გამარჯვებას ორ გამარჯვებულ პარტიას „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. გილოცავთ იმას, რომ ამჯერად იმუშავა კიდევ ერთხელ თქვენმა ტრიუკმა, რომელმაც მერვე არჩევნები მოგაგებინათ.
მე ვმოძრაობ იმ რწმენით, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენ ჩამოიყვანეთ, აუფრიალეთ თვალწინ საქართველოს მოსახლეობას და ამით წაიღეთ არჩევნები ურთიერთშეთანხმებით თქვენ და „ნაცმოძრაობამ“. მიხეილ სააკაშვილი ცოტა ხანში ზის ციხეში და მერე უკრაინაში ან სადმე დაარეპორტებთ, ან რაღაცა მსგავს მოიფიქრებთ.
ამ ტრიუკმა ამ ჯერად იმუშავა და მინდა რომ მოგილოცოთ. რჩევას მოგცემდით, რომ სარისკოა უკვე ამ ტრიუკის გამოყენება და მიხეილ სააკაშვილს თავი დაანებეთ. მომავალში კაცმა არ იცის დაგიჯერებენ თუ არა იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი თქვენ გებრძვით.
აქედან გამომდინარე დროა იფიქროთ თქვენს 2012 წლის დაპირებაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ არ იქნებოდა აქტუალური პოლიტიკური ძალა ნაცვლად იმისა, რაც გააკეთეთ 9 წლის თავზე. ზუსტად იგივე მდგომარეობაა, რის გამოც მოხვედით.
არ ვიცი რამდენად არის საზეიმო და მოსალოცი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ჩემი აზრით იმსახურებს ქართველი ხალხი, რომ კიდევ 3 წლის განმავლობაში ეს გენიალური დუეტი „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სახით ჰყავდეს. მადლობა ყურადღებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრწყინვალე გამარჯვებას ქართველ ხალხზე“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
0
0