25/11/2023
23:33
კულტურა
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ საფრანგეთიდან მაყურებელს მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ და თანადგომისთვის მადლობას უხდიან.
„მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დღევანდელმა რეპეტიციამ კარგად ჩაიაროს. ყველაზე მნიშვნელოვანია ჟიურის მოეწონოს და მოგვცეს ქულები,“- ამბობს ანასტასია.
„ჩემი განწყობა კარგია, ოდნავ ვღელავ, რეპეტიციამ საუკეთესოდ ჩაიარა, გაძლიერებული ძალებით ვემზადებით,“- ამბობს ნიკოლოზ ხარატი.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები, ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky წარდგებიან.
საქართველოს სახელით ჟიურის ქულებს საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ ბიგვავა გამოაცხადებს.
რიგით 21-ე საბავშვო ევროვიზია ნიცაში 26 ნოემბერს გაიმართება და მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა მიიღებს. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
0
0