28/12/2022
18:03
კონფლიქტები
ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვები შეაფასა, რომელიც აფხაზ და ოს ძმებს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას და მონაკოს მსგავს მომავალს დაჰპირდა.
„მაინტერესებს, რატომ გადაიქცა თავად საქართველო, რომელსაც აქვს ასეთი შესაძლებლობები, მონაკოს ნაცვლად, რუსეთის მოღალატეების ნაგავსაყრელად? – წერს კოკოითი ტელეგრამის არხზე.
მას მიაჩნია, რომ ღარიბაშვილის სიტყვები „შეურაცხმყოფელი და პროვოკაციულია“. ის უკმაყოფილოა „სამხრეთ ოსური“ მხარის მსგავს განცხადებებზე ადეკვატური რეაგირების უქონლობით.
„არ გამოვრიცხავ, რომ ვინმე სამხრეთ ოსეთის ხალხის ზურგს უკან კულისებში იყოს. ყველას ვაფრთხილებ მსგავსი მზაკვრული ნაბიჯების შესახებ - ნუ გამოიწვევთ ოსი ხალხის რისხვას, ჩვენ ამას არ გაპატიებთ“, - განაცხადა მან.
კოკოითი ურჩევს საქართველოს ხელისუფლებას „მოინანიონ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხის წინაშე, აღიარონ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და ოფიციალურად მიიღონ დოკუმენტი, რომელიც აღიარებს საქართველოს აგრესორად, რომელიც პასუხისმგებელია გენოციდზე და ომის გაჩაღებაზე".
ამასთან, მან აღნიშნა „საქართველოს ამჟამინდელი ხელმძღვანელობის წინდახედულობა ბოლო პერიოდში“.
„სუსტად, მაგრამ ეს გვაძლევს იმედს, რომ მიხვდებით თქვენს შეცდომას და გამოიტანეთ სწორი დასკვნები“, - დასძინა კოკოითმა.
0
0