25/02/2022
17:43
საზოგადოება
„როგორც კი ომი დაიწყო, ჩემთვის იქ დამთავრდა ერთ-ერთი მხარის სიმართლეზე ლაპარაკი, იმიტომ, რომ როგორც მე რომ ძლიერი ვიყო და ვიღაც დავჩაგრო, ისე არ შეიძლება ბოლომდე შეიარაღებულებმა დაჩაგრონ ვიღაც იმის გამო, რომ იარაღით ვერ ერევა მას. თუ თავისუფალი ვარ და დამოუკიდებელი, მე ჩემი არჩევანი უნდა მქონდეს. აქ არც ნატოზეა ლაპარაკი, არც ევროკავშირზე, უბრალოდ არ მოსწონთ ის, რომ ვიღაცის მონა არ ხარ. არ შეიძლება ასე. მონობაში სიცოცხლეს სჯობს თავისუფლებისთვის ბრძოლაში სიკვდილი, მე პირადად ასე მირჩევნია.
დღეს საქართველო ძალიან დიდი განსაცდელის წინაშეა. არამარტო უკრაინა, მთელი მსოფლიო დიდი განსაცდელის წინაშე ვდგავართ.
2008 წელს ვის რა დავუშავეთ? გაგვჟლიტეს, წაგვართვეს მიწები და იქ სიკეთე შეიტანეს თუ რა? რატომ არ მეკითხები მინდა შენთან? ისევ უნდა გამითეთრო ტაძრები, ისევ უნდა ზემოდან მიყურო, გაქვს შენი ქვეყანა და იყავი, თორემ ადამიანი რომ კვდება 2/1-ზეც სანატრელი უხდება ხოლმე ზოგს, დასამარხი მიწა. მაგოდენა მიწა გაქვს, მსოფლიოში ყველაზე მეტი შეგვეშვი, დაგვანებე თავი“, - აცხადებს მეუფე იაკობი.
0
0