13/11/2024
23:12
პოლიტიკა
„მე, გიორგი ვაშაძეს, საქართველოს კონსტიტუციით, მაქვს უფლება, უარი განვაცხადო პარლამენტში შესვლაზე“, - ამის შესახებ „ერთობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, საქართველოს კონსტიტუციით, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, უარი თქვას, დაიკავებს თუ არა კონკრეტულ თანამდებობას. მისივე განცხადებით, ის პარლამენტის წევრობაზე უარს აცხადებს და ამას ვერავინ აიძულებს.
„საქართველოს კონსტიტუცია არის უმაღლესი კანონი და ნებისმიერი სხვა კანონი, თუ ის ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას... მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციით დაწესებული ნორმები და არა საარჩევნო კოდექსით. საარჩევნო კოდექსი არის ჩვეულებრივი კანონი. კონსტიტუციონალისტების უმრავლესობამ განმარტა, რომ ამის უფლება ჩვენ გვაქვს. ძალიან მარტივია, კონსტიტუციით, მე მაქვს უფლება უარი განვაცხადო, როგორ შეიძლება იძულებით შემიყვანოთ პარლამენტში?! - საქართველოს კონსტიტუციით, ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, დაიკავოს ან არ დაიკავოს კონკრეტული თანამდებობა და მე ვამბობ უარს ამაზე. რანაირად შეიძლება, ვინმემ მაიძულოს მე, პარლამენტის წევრი გავხდე?! - კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი, შემდგომ არის კანონი. იერარქიაში როგორ არის საქართველოში - კონსტიტუცია, ორგანული კანონი და ჩვეულებრივი კანონი. იერარქიაში ყველაზე ქვედა დონეზე არის ჩვეულებრივი კანონი, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი. კონსტიტუცია არის ზემოთ და ეს ზემოთ მდგარი გეუბნება, რომ მე ამის უფლება მაქვს. დასაბუთებული გვაქვს ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მაღალი დონის იურისტებით“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ცნობისთვის, ორმა ოპოზიციურმა კოალიციამ - „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ბრიფინგით, ცესკოს სიების გაუქმება მოსთხოვა. ინიციატორებს პასუხი მალევე გასცა ცესკომაც. ცენტრალურმა საარჩევნო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სანამ პარლამენტი ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილებას არ ცნობს, კანონით, რეგისტრაცია ვერ გაუქმდება.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
26/11/2024
წითელ ზღვაში ტურისტებით სავსე იახტა ჩაიძირა
26/11/2024