19/10/2024
15:07
არჩევნები 2024
ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ “ქართულ ოცნებას” ხმის დათვლის დროს მანიპულაციის მოხდენის შესაძლებლობა მოვუსპეთ. ამომრჩევლის ხმა გარანტირებულად აისახება იმ პოლიტიკურ პარტიაზე, ვისაც ხმას მისცემენ და ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას,- ამის შესახებ “ ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
ვაშაძის თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნებში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ამომრჩევლის ხმა სრულად დაცული იქნება და ვერავინ გაიგებს, თუ ვის მისცემს ხმას საარჩევნო კაბინასთან მისული მოქალაქე.
„ქართული ოცნება” გამანადგურებლად მარცხდება. ამ ყველაფერს ჩვენ ზუსტად ერთ კვირაში ვიხილავთ. “ოცნება” ცდილობს დეზინფორმაციები გაავრცელოს. მინდა ორ კონკრეტულ თემას შევეხო: პირველი, ეს არის ხმის მიცემის ფარულობა, ამომრჩეველი ხმას ვის აძლევს ვერავინ ვერ გაიგებს. ამომრჩევლის ხმები იმ ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც პირველად 26 ოქტომბრის არჩევნებზე იქნება, განსაკუთრებით დაცულია.
ვერავინ გაარკვევს ამომრჩეველმა ხმა ვის მისცა. დეზინფორმაციაა, რითაც ამომრჩევლის მოტყუებას მარცხისთვის განწირული “ ქოცები” ცდილობენ. მოსახლეობას მივმართავ, რომ მათ ტყუილებს არ დაუჯეროთ. ტექნოლოგიების გამოყენებით, ჩვენ “ქართულ ოცნებას” ხმის დათვლის დროს მანიპულაციის მოხდენის შესაძლებლობა მოვუსპეთ. ამომრჩევლის ხმა გარანტირებულად აისახება იმ პოლიტიკურ პარტიაზე, ვისაც ხმას მისცემენ და ვერავინ ვერასოდეს ვერ გაიგებს, ვის მისცემენ ხმას. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის “ქართული ოცნების” უსუსური მცდელობა, რომელიც გულისხმობს პირადობის დაქირავებას. “ოცნებას” სურს ამომრჩევლის პირადობა დაიქირაოს. მივმართავ ყველას, ვინც ამ საქმიანობაშია ჩართული, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც კანონით ისჯება.
„ქართული ოცნება” გამანადგურებლად მარცხდება და ყველას ვისაც გავალებთ პირადობის „გაქირავების“ სერვისში ჩაერთოთ მინდა მოგმართოთ, რომ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაზე ყველამ უარი თქვათ.
“ოცნება” გამანადგურებლად მარცხდება და იმარჯვებს ქართველი ხალხი. ვერანაირი თაღლითური და დანაშაულებრივი სქემა “ ქართულ ოცნებას” ვერ უშველის. ამომრჩევლის ხმა არის დაცული, ვერავინ ვერ გაიგებს ვის მისცემთ ხმას.
რეგიონებში განსაკუთრებულად ცდილობენ ადამიანების დაშინებას. რაც გინდათ უპასუხეთ, მაგრამ საარჩევნო კაბინასთან მისვლისას, თქვენ ვისაც გააფერადებთ ვერავინ ვერ გაიგებს. პირადობის „გაქირავების“ სერვისი სისხლის სამართლის დანაშაულია და დასჯადი. “ოცნებას” ვეუბნები, რომ ყოველი ასეთი ქმედებისას თქვენ ჩადიხართ სისხლის სამართლის დანაშაულს და იცოდეთ, რომ თქვენს სახელებსა და გვარებს თქვენი ხელმძღვანელობა ან თქვენი დაქვემდებარებული პირები გვაწვდიან. უარი თქვით გამანადგურებელი მარცხისთვის განწირული „ქართული ოცნების” მხრიდან დანაშაულებრივი მითითების შესრულებაზე!
ყველაზე კარგი დაბანდება ხმის მიცემისას არის 5 ნომრის გაფერადება. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც თქვენს ყველა ხმას დააბინავებს, რომელიც 26 ოქტომბრის გამარჯვებაში გველოდება”, - განაცხადა ვაშაძემ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024