14/01/2022
15:01
მედიცინა
გაეროს საერთაშორისო ექსპერტთა პანელის განცხადებით, ბარიციტინიბი სინთეზური პრეპარატია, რომელიც მიეკუთვნება იანუს კინაზას ინჰიბიტორების ჯგუფს და, ასევე გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის სამკურნალოდ. პრეპარატი რეკომენდებულია COVID-19-ის მქონემძიმე ან კრიტიკული პაციენტებისთვის კორტიკოსტეროიდებთან ერთად. დადგინდა, რომ პრეპარატი ამცირებს ვენტილაციის აუცილებლობას და ზრდის პაციენტების გადარჩენის შანსებს არასასურველი რეაქციების მატების ნიშნების გარეშე.
ექსპერტების დასკვნით, მონოკლონური ანტისხეულების პრეპარატი სოტროვიმაბი „პირობითად რეკომენდებულია“ COVID-19-ის მსუბუქი ფორმის მქონე ადამიანებისთვის. მონოკლონური ანტისხეულები ლაბორატორიაში შექმნილი ქიმიური ნაერთებია, რომლებიც ორგანიზმს ბუნებრივი თავდაცვის მექანიზმით უზრუნველყოფს.
რეკომენდაციები ეფუძნება იმ შვიდი ცდიდან მიღებულ ახალ მტკიცებულებებს, რომლებშიც COVID-19-ის მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული ფორმების მქონე 4000-ზე მეტი პაციენტი მონაწილეობდა.
https://www.aljazeera.com/news/2022/1/14/who-adds-new-drugs-to-covid-treatments-amid-omicron-surge
0
0