13/01/2022
10:52
საზოგადოება
ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, 90-ზე მეტმა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა მოსახლეობის 40%-ის ვაქცინაცია, ხოლო აფრიკაში, მოსახლეობის 85%-ზე მეტს ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის თუნდაც ერთი დოზა.
ვირუსს თავისუფლად გავრცელების საშუალება არ უნდა მივცეთ და თეთრი დროშა არ უნდა ვუფრიალოთ, როცა მსოფლიოში ამდენი ადამიანია არავაქცინირებული“, - აღნიშნა ჯანმოს ხელმძღვანელმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, შემთხვევები გაიზარდა 55%-ით.
„ინფექციების ამ უზარმაზარ ზრდას განაპირობებს „ომიკრონ“ ვარიანტი, რომელიც სწრაფად ანაცვლებს დელტას თითქმის ყველა ქვეყანაში“, - აღნიშნავს ტედროსი.
მისი თქმით, მთელ მსოფლიოში საავადმყოფოებში მოთავსებული ადამიანების უმეტესობა არავაქცინირებულია, თუმცა ვაქცინაცია ვირუსის გავრცელების პრევენციას ვერ ახდენს, შესაძლებელია გაჩნდეს ახალი ვარიანტები უფრო გადამდები და უფრო მომაკვდინებელი, ვიდრე „ომიკრონი“.
0
0
აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა დასრულდა
16/11/2024