„ომიკრონი“ პოლიეთინის ზედაპირზე 8 დღე, კანზე კი 21 საათი ძლებს – ახალი კვლევა
25/01/2022
14:20
საზოგადოება
A-
+A
კორონავირუსის ომიკრონის შტამი პოლიეთინისა და ადამიანის კანის ზედაპირზე გაცილებით დიდ ხანს ძლებს, ვიდრე ვირუსის წინა შტამები. კვლევა იაპონელმა მეცნიერებმა ჩაატარეს.
კიოტოს პრეფექტურული სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ომიკრონი პოლიეთინის ზედაპირზე – 193.5 საათს ძლებს, რაც 8 დღეს უდრის, ადამიანის კანზე კი 21 საათი.
ორიგინალი ანუ პირველი შტამი პოლიეთინის ზედაპირზე 56 საათს ძლებდა, კანზე კი 8.6 საათს.
მეცნიერების თქმით, კვლევამ აჩვენა, რომ ომიკრონის ვარიანტს უმაღლესი ეკოლოგიური სტაბილურობა აქვს, სწორედ ამიტომ მას ვირუსად ხანგრძლივად შენარჩუნების უნარი აქვს. მეცნიერები ასევე ვარაუდობენ, რომ ამ უნარის გამო ჩაანაცვლა ომიკრონმა დელტა შტამი და უფრო სწრაფად გავრცელდა.
0
0
466
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%