„ომიკრონი“ დიდი ალბათობით, ამ თვის განმავლობაში გამოჩნდება - ამირან გამყრელიძე
12/12/2021
16:17
საზოგადოება
A-
+A
ვფიქრობ, რომ გარდაუვალია, იმიტომ რომ უკვე 57 ქვეყანაშია და ჩვენც არ ვიქნებით გამონაკლისი, რაღაც დროში შემოვა, - ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ „ომიკრონის“ შტამზე საუბრისას განაცხადა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის ახალი ვარიანტი საქართველოში მიმდინარე თვეში გამოჩნდება.
„მისი შეკავებისთვის საჭიროა წესების დაცვა და რაც შეიძლება მეტი აცრა. შეიძლება ითქვას, რომ დიდი ალბათობით ამ თვის განმავლობაში შეიძლება გამოჩნდეს [„ომიკრონი“]. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ განსაკუთრებით 60 წლის ზევით მოსახლეობას, რომ აიცრან. უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ახალგაზრდა ასაკში, რეინფიცირების რისკი მეტია ამ შტამით, მაგრამ, მეორეს მხრივ, დამაიმედებელია ის, რომ, არ აქვს უფრო რთული კლინიკური მიმდინარეობა, ვიდრე „დელტა“ შტამს, ან „დელტა+“-ს“, - განაცხადა გამყრელიძემ.
0
0
334
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%