28/08/2024
16:28
სპორტი
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლურ კლუბთან განახლებულ კონტრაქტს 2024 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოაწერს ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს სპორტული გამოცემა il matino, რომელიც „ნაპოლის“ შიდა წრეებთან ახლოს არის.
გამოცემის ცნობით, 23 წლის ქართველი და მისი წარმომადგენლები „ნაპოლის“ მიერ შეთავაზებულ გაუმჯობესებულ პირობებს დასთანხმდნენ.
არსებული ცნობით, კვარაცხელია კონტრაქტს კიდევ სამი წლით გაახანგრძლივებს და სეზონში 5 მილიონ ევროზე მეტს მიიღებს, რასაც ბონუსებიც დაემატება.
ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს 2024/25 წლების სეზონის მეორე ოფიციალურ შეხვედრაში გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა და „ნაპოლისა“ და „ბოლონიას“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ხოლო პლატფორმა Whoscored-მა „კვარა“ სერია A-ს და ევროპის ტოპ 5 ლიგის სიმბოლურ გუნდებში შეიყვანა.
0
0