28/08/2024
12:12
სპორტი
„ნაპოლის“ უახლოეს პერიოდში ბელგიელ რომელუ ლუკაკუსთან ერთად, შოტლანდიის ნაკრების და „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცენტრალური ნახევარმცველი, სკოტ მაკტომინეი შეუერთდება – ინფორმაციას ინგლისური და იტალიური გამოცემები ავრცელებენ.
„უახლოეს დღეებში „ნაპოლი“ კიდევ უფრო გაძლიერდება. ვიქტორ ოსიმენს რომელუ ლუკაკუ ჩაანაცვლებს. კლუბმა ბელგიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას ჯერ კიდევ ივლისში მიაღწია, ლუკაკუ „ნაპოლიში“ მომდევნო სამი სეზონი ითამაშებს და წელიწადში შვიდ მილიონ ევროს გამოიმუშავებს. როგორც კი ტრანსფერის ფორმალური საკითხები მოგვარდება, ლუკაკუ სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს“, – წერს spazionapoli.
„ნეაპოლელების პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, შესაძლოა, მალე სკოტ მაკტომინეის ტრანსფერიც ოფიციალურად დაასრულოს. საბოლოო დეტალებზე მოლაპარაკება სრულდება და თუ შეთანხმება შედგა, შოტლანდიელი ფეხბურთელი 28 აგვისტოს სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტი გასაფორმებლად იტალიაში გაემგზავრება.
მაკტომინეისა და ლუკაკუს დამატება ანტონიო კონტესთვის ორმაგი საჩუქარი იქნება. თუმცა ტრანსფერები ამით არ დასრულდება – მწვრთნელი კიდევ ერთ ნახევარმცველს (გილმორი) და თავდამსხმელს (დედიჩი) ელოდება“, – ამტკიცებს SkySports-ი.
0
0