02/10/2023
20:53
სპორტი
„ნაპოლის“ სოციალური მედიის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა კლუბის ოფიციალურ TikTok-ზე მის მიერ ვიქტორ ოსიმენზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო. დაპირისპირება დაიწყო მას შემდეგ, როდესაც „ნაპოლის“ TikTok-ზე გამოაქვეყნეს ვიდეოები, რომელიც ვიქტორ ოსიმენმა დაცინვად მიიჩნია. ამის შედეგად, ნიგერიული ფეხბურთელის აგენტი კლუბს სამართლებრივი ქმედებით დაემუქრა. გავრცელებულ პირველ ვიდეოში აჩვენეს, რომ 24 წლის ფეხბურთელი ბავშვივით ითხოვს პენალტს და აჩქარებული ხმით ამბობს: „მომეცი პენალტი, გთხოვ“, შემდეგ კი გამოჩნდა კადრი, როდესაც პენალტი გააფუჭა (ძელს მოარტყა).
მეორე ვიდეო „ნაპოლის“ სოციალურმა მედიამ გაავრცელა და შემდეგ წაიშალა – ოსიმენს ადარებდა „ქოქოსს“, რომელიც ბევრმა რასობრივ შეურაცხყოფად ჩათვალა. ახლა კი, ამ საგის შემდეგ, კლუბის სოციალური მედიის ხელმძღვანელმა ალესიო ფორტინომ კლუბი დატოვა, რაზეც ინსტაგრამზე დაწერა.
„დღეს, 805 დღიანი საქმიანობის შემდეგ, „ნაპოლიში“ ჩემი პროფესიული საქმიანობა მთავრდება. მადლობა ყველაფრისთვის – მალე შეხვდებით“, – წერს ალესიო ფორტინო, რომელსაც ბოდიში არც მოუხდია.
ინციდენტის საპასუხოდ, „ნაპოლიმ“ ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, რომ არავის სურდა ოსიმენის დაცინვა, მაგრამ საჯაროდ ბოდიშის მოხდაზე თავი შეიკავეს. ოსიმენს ოთხშაბათს „ნაპოლის“ მენეჯერებმა პირადად მოუბოდიშაეს, მაგრამ Corriere dello Sport-ის მტკიცებით, ნიგერიული ვარსკვლავი კვლავ განაწყენებულია.
0
0