13/11/2023
08:39
სპორტი
იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში, სახლში „ემპოლისთან“ (0:1) წაგების შემდეგ, რუდი გარსია „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს, – ინფორმაციას La Gazzetta dello Sport ავრცელებს.
„კვირას „მარსელისა“ და „ლიონის“ ყოფილმა მწვრთნელმა შემადგენლობაში გადატრიალება ხვიჩა კვარაცხელიას სათადარიგოთა სკამზე დაყენებით სცადა. თუმცა, დამატებულ დროში ვიქტორ კოვალენკომ ჯვარს აცვა ნეაპოლელები და „ემპოლიმ“ 1:0 მოიგო. წვიმაში, მოქმედი ჩემპიონი გაბრაზებული გულშემატკივრის თვალწინ სერია A-ს ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა. ეს ლიგაში „ნაპოლის“ ზედიზედ მესამე წაგება იყო დიეგო არმანდო მარადონას სტადიონზე. ეს რუდი გარსიას გათავისუფლების ნიშნავს. ფრანგ მწვრთნელს ამ წარუმატებლობის შემდეგ თანამდებობა დაატოვებინეს. ამ ინფორმაციას ოფიციალურად მალე დაადასტურებენ“, – წერს La Gazzetta dello Sport.
ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული გამოცემა L’Equipe, სადაც აღნიშნულია, რომ „ემპოლისთან“ წაგება გარსიასთვის ფატალური გამოდგა.
„რუდი გარსიას „ნაპოლის“ მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ. „ემპოლისთან“ საშინაო მარცხი რუდი გარსიასთვის საბედისწერო გამოდგა და მისთვის ამ გუნდში მუშაობის ეპოქა დასრულდა. მომავალი კვირიდან გუნდს აღარ ავარჯიშებს ფრანგი მწვრთნელი (59 წლის), რომელიც იტალიის ჩემპიონის, „ნაპოლის“ ჩასაბარებლად ლუჩანო სპალეტის ნაცვლად ზაფხულში ჩავიდა. ერთი თვის წინ, კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა უკვე გადაწყვიტა მისი გადაყენება, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა. ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნონიონთან“ ფრემ (1:1) და ახლა ამ წარუმატებლობამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი აიძულა, ეს გადაწყვეტილება მაინც მიეღო“, – წერს ფრანგული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე „ემპოლის“ დაუპირისპირდა და 0:1 დამარცხდა. იტალიის სერია A-ში გამართული 12 ტურის შემდეგ „ნაპოლის“ 21 ქულა დარჩა, „მილანს“ (23) ვერ გადაასწრო და მეოთხე ადგილზეა.
0
0