„ნაპოლი“ სახლში დამარცხდა - კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა
09/10/2023
08:32
სპორტი
A-
+A
იტალიის სერია A-ს მე-8 ტურში "ნაპოლი" საკუთარ კედლებში "ფიორენტინასთან" 1:3 დამარცხდა.
სტუმრებმა ანგარიში მე-7 წუთზე გახსნეს, თავი ხოსიპ ბრეკალომ გამოიჩინა, 45+5 წუთზე ვიქტორ ოსიმენმა საკუთარი მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა, 63-ე წუთზე გოლის გატანა ჯაკომო ბონავენტურამ მოახერხა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი 93+3 წუთზე ნიკოლას გონსალესმა დააფიქსირა.
ხვიჩა კვარაცხელია ტრადიციულად აქტიური არ ყოფილა, ორჯერ დარტყმული დაუბლოკეს, თითო-თითოჯერ კი მეტოქე დააჯარიმა და თვითონაც დაჯარიმდა.
8 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 14 ქულით მე-5 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას 21 ოქტომბერს, "ვერონასთან" გამართავს.
"ფიორენტინა" 17 ქულით მე-4 პოზიციაზე იმყოფება, 23 ოქტომბერს კი "ემპოლის" ესტუმრება.
0
0
336
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%