19/10/2021
13:17
საზოგადოება
მისი თქმით, ფასადური პოლიტიკა „ნაცმოძრაობის“ სამარკო ნიშნად არის ქცეული.
„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, იყო ფასადური დემოკრატია, რადგან მთელი სისტემა განსხვავებულ აზრსა და თავისუფალ სიტყვას დევნიდა, სპეცრაზმი არბევდა ტელევიზიას, სპეციალური სამსახურის მაღალჩინოსნები, პრეზიდენტისა და მინისტრების დავალებით, სცემდნენ, ასახიჩრებდნენ ოპონენტებსა და უბრალო მოქალაქეებს, რომლებიც მათ თვალში არ მოსდიოდათ. ფასადური იყო მშენებლობა; გვახსოვს რესპულიკური საავადმყოფოს ფასადური გახსნა, როდესაც პრეზენტაციის წინ მიიტანეს სამედიცინო საწოლები და, პრეზენტაციის შემდეგ, დაუდგენელი მიმართულებით გააქრეს, გვახსოვს გორის გვირაბი, რომელიც ოთხჯერ გახსნეს და გვახსოვს, რომ, ხშირად, ობიექტებს ისე ხსნიდნენ, რომ ადგილზე ტელევიზიებს მხოლოდ ბანერები ხვდებოდათ, იყიდებოდა საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვებს შესვლას უკრძალავდნენ და სამაგიეროდ, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული საუბნო ოფისები იხსნებოდა. 9 წლის განმავლობაში, ერთი საჯარო სკოლა არ ადაპტირებულა, ერთ ბორდიურზე არ მოუწყვიათ პანდუსები, ფუნდამენტურ ცვლილებებზე აღარაფერს ვამბობ. როგორ არ უნდა გიყვარდეს შენი ქალაქი, რომ მეორადი, ეკოლოგიურად მავნე ავტობუსებით განაახლო ავტოპარკი, თან, არც ერთი მათგანი არ იყოს ადაპტირებული შშმ პირებისთვის. ფასადური იყო მათი ევროინტეგრაციის პოლიტიკაც, რადგან ვინც ევროკავშირს უწოდებს კოლონიას, ევროპულ სასამართლოს - კორუმპირებულ კანტორად, ხოლო ევროსაბჭოს რეზოლუციაში საქართველოს უწოდებს აგრესორს, მას სინამდვილეში, ქვეყნის ევროპული რადარებიდან გაქრობა სურს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.
0
0