04/11/2021
12:59
საზოგადოება
„საბჭომ განიხილა წინადადებები, რომლებიც წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა „მწვანე საშვის“ გამოყენების წესთან დაკავშირებით. ამ მიმართულებით კონსულტაციები გაგრძელდება და დამატებით ჩაინიშნება საბჭოს სხდომა, რათა მიღებულ იქნას საბოლოო გადაწყვეტილება“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, „მწვანე საშვის“ კონცეფცია სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობას გულისხმობს.
„რაც შეეხება „მწვანე საშვის“ კონცეფციას, რომელიც არის გარკვეულწილად არაპირდაპირი რეგულირება და სავალდებულო მოთხოვნა, რომელიმე ერთი პარამეტრის, რაც აღწერს პირის ეპიდუსაფრთხოების სტატუსს. ეს არის ვაქცინაცია, ანტიგენ ტესტირება ყოველდღიურ რეჟიმში ან პისიარ ტესტირება 72-საათიან რეჟიმში და ასევე, გადატანილი ინფექცია 14 დღიდან ექვსი თვის ინტერვალში. ამ სამი პარამეტრიდან ერთ-ერთი ნიშნავს, რომ პირი შეიძლება, უსაფრთხოდ ჩაერთოს ბიზნეს ან სოციალურ აქტივობებში და ბევრი ქვეყანა ამას უკვე იყენებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისი თქმით, „მწვანე საშვის“ ამოქმედებამდე საჭიროა ადმინისტრირების მექანიზმების მომზადება.
„ადმინისტრირების ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ვიდრე მოხდება ამ მექანიზმის აღიარება და სავალდებულო სახით ქვეყანაში დანერგვა, საუბარი მაქვს მწვანე საშვის მექანიზმზე, ასევე მნიშვნელოვანია ყველა პირობა იყოს შექმნილი, რომ აღსრულების ნაწილში არ შეიქმნას შეფერხებები და ამან არ გამოიწვიოს გარკვეული სახით ფალსიფიცირება, გაყალბება სერტიფიკატის ნაწილში და მეორე, დარღვევა წესის, რომელსაც ჩვენ დავაწესებთ. ამდენად, ვიდრე ბიზნესი თავად მზაობას არ გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მომხმარებელი, რომელიც მასთან მივა „მწვანე საშვის“ გარეშე, ვერაფრით მოხვდება იმ გარემოში, რომელშიც ბიზნესაქტივობა წარმოებს და ასევე, არ იქნება ზედმიწევნით ზუსტად შრომის ინსპექციის მხრიდან ის მექანიზმები და გარანტიები, რომლებიც მოგვცემს საშუალებას, რომ აღსრულება მოხდეს შესაფერისად, მანამდე ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება მხოლოდ ფორმალობა. ამდენად ამ გარანტიებზე მიდის ახლა მუშაობა და როგორც კი გვექნება საბოლოოდ ჩამოყალიბებული სურათი, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
0
0