08/01/2022
19:56
საზოგადოება
„რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება... რათ უნდოდათ ამდენი მაიმუნობა" - ასე ეხმაურება „ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დედა ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებას.
„ჩემი შვილი, შვილო მკვდარია. მკვდარი ვიყო მეც და არ მესმოდეს ეს ყველაფერი ის მირჩევნია, არაფერი უკან დასახევი არ მაქვს, რაც ვთქვი, იმას ვიმეორებ, რა სისულელეა, რაში სჭირდებოდათ ეს გათამაშება კაცო, არ ვიძახოდი ისედაც შვილო?! ყველანი აქ არ იყავით, რომ ექნება, რაც გინდათ ის დაუწერეთ, ექნება ნარკოტიკული ნივთიერება ორგანიზმში, რათ უნდოდა ამდენი მაიმუნობა და ამდენი ფოკუზობა. დილით რომ არ გამოქვეყნებულიყო, რომ ლექსო იმაში შეიყვანეს [ უნესკოს სია] შუადღეს, რა იყო ეს, რა ფოკუზობა იყო, 2-3 დღე მაინც დაეცადათ და მერე გამოექვეყნებინათ", - ამბობს თინათინ კახიძე "მთავართან" საუბარში.
ცნობისთვის, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ „ტვ პირველის" ოპერატორის ლექსო ლაშქარავას საქმესთან დაკავშირებით დასკვნა მოამზადა. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინით" ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა.
ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა. მისი თქმით, დასკვნის პროექტი მისთვის 30 დეკემბრამდე რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი, თუმცა, გამოძიების ინტერებიდან გამომდინარე, მას უფლება არ ჰქონდა ინფორმაცია მიეცა დამკვეთისთვის, კერძოდ, "ტვ პირველისთვის".
0
0