25/11/2023
14:13
კულტურა
თბილისის მერი კახა კალაძე ვიდეო მიმართვას ავრცელებს და მოსახლეობას მოუწოდებს, რომ საბავშვო ევროვიზიაზე მონაწილე საქართველოს წარმომადგენლებს: ანასტასია ვასაძეს, ნიკოლოზ ხარატს და ოთო ბაზერაშვილს ხმა მისცენ.
„მათი გამარჯვება, ჩვენი გამარჯვებაა. ამისთვის საჭიროა გავერთიანდეთ ყველა, დავუდგეთ გვერდით პატარებს ჩვენი ქვეყნის სახელით წარმატების მოპოვებაში.
მინდა გთხოვოთ ყველას, არ დაიზაროთ!, იაქტიურეთ და მიეცით ხმა ევროვიზიის გვერდიდან დღეს და ხვალ!.
წარმატებები და გამარჯვება საქართველოს!“, - ამბობს კალაძე ვიდეომიმართვისას.
ხმის მისაცემად გადადით ლინკზე - https://vote.junioreurovision.tv/
ხმის მიცემა 24 ნოემბრის 23:00 საათიდან დაიწყო და 26 ნოემბერს 19:00 საათამდე გაგრძელდება მანამდე, სანამ კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია დაიწყება. 26 ნოემბერს, 16-ვე მონაწილის გამოსვლის შემდეგ კი ხმის მიცემა 15 წუთით განახლდება, რა დროსაც თქვენ ისევ შეძლებთ საქართველოსთვის ხმის მიცემას. შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემისთვის აირჩიოთ საქართველო და 2 ნებისმიერი ქვეყანა.
ცნობისთვის, 2023 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს სახელით ანასტასია ვასაძე, ნიკოლოზ ხარატი და ოთო ბაზერაშვილი იმღერებენ. ანასტასია და „რანინა“ 26 ნოემბერს Palais Nikaïa-ს სცენაზე მე-10 ნომრად წარდგებიან. სიმღერის სახელია Over The Sky. კომპოზიცია მებო ნუცუბიძისა და ირაკლი „ბეთხო" მანჩხაშვილის ერთობლივი ნამუშევარია.
0
0