15/07/2024
16:23
სამართალი
მოტყუება, მუქარა, შანტაჟი და ინტიმური ფოტოების გავრცელება - ინტერნეტ მოძალადეების ხელწერა ერთია - ისინი არასრულწლოვანებს შიშველი ფოტოების გადაღებას და სოციალურ ქსელში გაგზავნას აიძულებენ, შემდეგ იწყება შანტაჟი.
ბოლო მონაცემებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური 331 ასეთ საქმეს სწავლობს, საიდანაც 84 შემთხვევაში დაზარალებული არასრულწლოვანია! მათ შორის არიან 12-13 წლის ბავშვებიც. ასეთი საფრთხის წინაშე, შესაძლოა, არაერთი მოზარდი აღმოჩნდეს.
"კურიერი P.S."-მა მოიპოვა მსხვერპლი ბავშვების ჩვენებები, რომლებსაც საერთო ტრავმა აერთიანებთ - მათ პირადი ცხოვრების კადრები იძულებით გადააღებინეს და გაუვრცელეს. ამ არასრულწლოვანებთან ერთად, საქართველოში ინტერნეტ-მოძალადის მსხვერპლი 100-მდე მოზარდია.
დანაშაულის ადგილი, ყველა შემთხვევაში, სოციალური ქსელია, სქემა კი, იდენტური - მოძალადე მამაკაცები პოტენციურ მსხვერპლს ჯერ გაცნობას, შემდეგ კი ვირტუალურ სამყაროში ინტიმურ ურთიერთობას სთავაზობენ. ამის შემდეგ იწყება მუქარა და შანტაჟი.
0
0