15/02/2024
19:01
ბადაგონი
2024 წლის 12-14 თებერვალს, პარიზმა, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების პროფესიონალების მე-5 წლიურ გამოფენას Wine Paris & Vinexpo Paris -ს უმასპინძლა, სადაც მონაწილეობა მიიღო ღვინის კომპანია „ბადაგონმა“.
როგორც Spnews-ს მეღვინეობა „ბადაგონის“ წარმომადგენელმა, ენოლოგმა და კონსულტანტმა მევენახეობის საკითხებში, სალომე სალაყაიამ განუცხადა, გამოფენაზე „ბადაგონის“ ღვინოებმა, სტუმრების და მედიის უდიდესი ინტერესი და აღფრთოვანება გამოიწვია.
„ფრანგი, შვეიცარიელი, ბერძენი, სამხრეთ კორეელი, უზბეკი, იაპონელი და ა.შ. სტუმრები, დიდი ცნობისმოყვარეობით ეცნობოდნენ და აგემოვნებდნენ „ბადაგონის“ როგორც ქვევრის, ასევე ევროპული ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს. დაინტერესება იყო, როგორც ჟურნალისტების, ასევე „კორდონ ბლუს“ უნივერსიტეტის სტუდენტების - ღვინის მომავალი პროფესიონალების მხრიდან. მათ სურდათ საქართველოზე და ქართული ღვინის წარმოებაზე, მეტი ინფორმაცია შეეტყოთ.“ - განაცხადა სალომე სალაყაიამ.
მისივე თქმით, აღსანიშნავია, რომ გამოფენის სტუმრები ყურადღებას ამახვილებდნენ „ბადაგონის“ ღვინოების მაღალ ხარისხზე.
„ტრადიციულად, აღფრთოვანების ობიექტი იყო, „ბადაგონის“ ქვევრის ღვინოები, თუმცა, ამავდოულად, ღვინის შემფასებლები „ბადაგონის“ ევროპული მეთოდით დამზადებული ღვინით იყვნენ გაოცებულნი. ხაზს უსვამდნენ ღვინის ხარისხს და იმ ფაქტს, რომ მიუხედავად წარმოების დიდი მოცულობისა, „ბადაგონის“ თითოეულ ბოთლში ღვინის მაღალი ხარისხია შენარჩუნებული", - აღნიშნა სალომე სალაყაიამ.
ცნობისათვის, Wine Paris & Vinexpo Paris აერთიანებს მეღვინეებსა და ღვინის კომპანიებს, როგორც საფრანგეთის ღვინის მწარმოებელი რეგიონებიდან, ასევე მსოფლიოს ყველა ღვინის მწარმოებელი ქვეყნიდან. წელს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 3 387 ღვინის მწარმოებელი მსოფლიოს 149 ქვეყნიდან. ხოლო, გამოფენას, 36 334 ღვინის მოყვარული სტუმრობდა.
გამოფენაში Wine Paris & Vinexpo Paris, 12 -მა ქართულმა კომპანიამ, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მიიღო მონაწილეობა.
0
0