21/08/2024
11:19
სპორტი
ფრანგულმა გამოცემა get football news france-მა ზაფხულში საფრანგეთის ლიგა 1-ში განხორციელებული ხუთი ტრანსფერი გამოარჩია, მათ შორისაა გიორგი მიქაუტაძე, რომელიც „მეციდან“ „ლიონში“ გადავიდა.
გიორგი მიქაუტაძე („მეციდან“ „ლიონში“ – 18,5 მილიონი ევრო)
ჟოაო ნევეში („ბენფიკადან“ პსჟ-ში – 60 მილიონი ევრო)
ჯონათან კლაუსი („მარსელიდან“ „ნიცაში“ – 5 მილიონი ევრო)
პიერ-ემილ ჰოიბერგი („ტოტენჰემიდან“ მარსელში იჯარით)
ანდრეი სანტოსი („ჩელსიდან“ „სტრასბურში“ იჯარით)
„მიქაუტაძისთვის ბრძოლაში „ლიონმა“ გაიმარჯვა. ლიგა 1-ის სეზონის ბრწყინვალე დასასრულისა და ევრო 2024-ზე შესანიშნავი თამაშის შემდეგ, ქართველი თავდამსხმელის შეძენით რამდენიმე კლუბი დაინტერესდა. 23 წლის ფეხბურთელი „მონაკოს“ რჩეული იყო, მაგრამ საბოლოოდ მან ბავშვობის კლუბში დაბრუნება გადაწყვიტა.
18.5 მილიონი ევრო საერთაშორისო ტურნირზე მაღალ დონეზე გამოსვლის შემდეგ ამომავალი ვარსკვლავისთვის შედარებით დაბალი ფასია. გარდა ტრანსფერის მაცდური ფინანსური პირობებისა, „ლიონმა“ შეიძინა მტაცებლის ინსტინქტით დაჯილდოებული თავდამსხმელი, რომლის მსგავსიც თანამედროვე ფეხბურთში ძნელად მოსაძებნია.
ლიგა 1-ის გასულ სეზონში „მეცის“ შემადგენლობაში 20 მატჩში მიქაუტაძემ 13 გოლი გაიტანა 58 დარტყმიდან. ის არაპროგნოზირებადი და მცველებისთვის მოუხელთებელია. შეუძლია, ზურგს უკან გახსნა და საჯარიმოში უპირატესობის შექმნა. ფორვარდი „ლიონს“ შეტევაში დრიბლინგის შესანიშნავი უნარითაც დაეხმარება.
მოკლევადიან პერსპექტივაში, ძირითად შემადგენლობაში მის გამოჩენას საფრთხეს ალექსანდრ ლაკაზეტი შეუქმნის, თუ „ლიონის“ მწვრთნელი ექსპერიმენტებს არ ჩაატარებს და ორი ფორვარდით არ ითამაშებს. თუმცა, „მეცის“ ყოფილი თავდამსხმელი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელის ჩანაცვლების შესანიშნავი კანდიდატია“, – წერს get football news france-ი.
0
0