22/05/2024
17:50
ეკონომიკა
ათასწლეულის ფონდის, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და ლიბერთისთან თანამშრომლობით, საქართველოში 2015 წლიდან ხორციელდება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომლის მიზანია ახალგაზრდებში მეცნიერების, ინოვაციებისა და STEM განათლების პოპულარიზება.
ლიბერთი, კონკურსის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, წელსაც აგრძელებს ინოვატორი ახალგაზრდების მხარდაჭერას და ტრადიციულად მესამე ადგილზე გასულ გუნდის წევრებს, სასწავლო ვიზიტით ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, შვეიცარიაში გაუშვებს.
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში 13-18 წლის ასაკის სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. წელს 395 -მა მოსწავლემ 92 პროექტი წარმოადგინა. მონაწილე გუნდები, როგორც კერძო (27%) ასევე საჯარო (73%) სკოლებიდან, მათ შორის 48% რეგიონიდან, ხოლო 52% თბილისის სკოლებიდან იყვნენ წარმოდგენილი.
კონკურსში მონაწილე გუნდებმა პროექტები საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში, კერძოდ ისეთ მიმართულებებში როგორიცაა: კოსმოსი და ავიაცია, რობოტექნიკა, მობილური ტექნოლოგიები და აპლიკაციები, გარემოს დაცვა, ჯანდაცვა და კვება წარმოადგინეს, რომლებიც დარგის ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა შეაფასეს და გამოავლინეს შემდეგი ნახევარფინალისტები:
o Agroniceye
o BEES
o Bi-Stable
o Carbon X
o Cowboys
o DIDOSTATI
o Girls in Agro
o GreenTech
o Hygea
o Interstellar
o MarineGuard
o MEDRON
o Pest Patrol
o ROCKEDEPTH
o Smart Parking
o SOLEA
o SOSonic
o StarFish
o Techno Vision
o THE VOID
o VisionAid
o Voyager
o Waste Crusaders
o XYZ
o ანაბასისი
o ენერგიული მომავალი
o კარლსონი
o მომავლის ენერგია
o ნეპტუნი
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის ფონდი, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორები არიან საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და ლიბერთი ბანკი.
0
0