14/07/2023
08:38
კულტურა
რეორგანიზაცია კინოცენტრში არ გაჭიანურებულა. რეორგანიზაცია უნდა გაგრძელდეს ერთ თვე. ასე წერია კანონში, მაგრამ უმრავლესობამ ხელოვანებისა , რა თქმა უნდა, ეს მოსაწყენი დეტალები არ იცის ხოლმე და ჰქონიათ, რომ რაღაც პროცესი ჭიანურდება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„ახლა ის რეორგანიზაცია, რომელიც მიმდინარეობდა პრაქტიკულად დასრულებულია, ამიტომ ეს პროტესტი რას ემსახურებოდა მე არ ვიცი. დღეს ჩვენ შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი პროტესტანტს, რომელიც გათავისუფლდა სამსახურიდან, მიუმართავს სასამართლოსთვის და უთხოვია რეორგანიზაციის შეჩერება და 10 ივლისს სასამართლოს მისთვის უთქვამს უარი. ეს გახლავთ ქალბატონი კუხალაშვილი, რომელიც მაინცდამაინც სანაქებო მეთოდებით არ მართავდა ხოლმე ამ კინოცენტრს და მრავალი წლის განმავლობაში ეს ასე გრძელდებოდა. თუ რამე გაჭიანურდა, უფრო სწორად დაგვიანდა, არის რეორგანიზაციის დაწყება, რომელიც ჩვენ წელს ივნისში დავიწყეთ. ეს ჩემი და ჩემი გუნდის შეცდომაც არის. ეს მეც და ჩემს წინამორბედებსაც ბევრი წლის წინ უნდა დაგვეწყო, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ჩვენი მიზანი არის ერთადერთი, რომ კინოცენტრი იყოს მოქნილი ინსტრუმენტი კინოხელოვანების ხელში და უკეთესად დაეხმაროს მათ. რა თქმა უნდა, ის, თუ როგორ და რა უნდა იყოს, ამის მოცვა ამ ფორმატში შეუძლებელია, მაგრამ ჩვენ უკვე მომავალი კვირიდან განვაახლებთ კინოხელოვანებთან შეხვედრას. პირველი შეხვედრა მე უკვე მქონდა, მეორე შეხვედრა გვექნება მათთან, ვინც პირველი შეხვედრის შემდეგ, 12 თუ 13 ხელოვანია ასეთი, წარმოადგინა თავისი ხედვა კინოცენტრთან დაკავშირებით. ასეთი შეხვედრები გაგრძელდება და მე დარწმუნებული ვარ, რომ კინოცენტრი გადაიქცევა სასარგებლო ინსტრუმენტად კინოხელოვანთა ხელში, რომელთაც ნამდვილად სჭირდებათ უკეთესი ხელშეწყობა, უბრალოდ ამისათვის საჭიროა საქმიანი თანამშრომლობა, კონსტრუქციული რეჟიმი და არა ლანძღვა-გინების რეჟიმი“, - განმარტა წულუკიანმა.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024