26/10/2024
14:45
არჩევნები 2024
„სამართლიანმა არჩევნებმა“ რაც 2020 წელს მოიმოქმედა ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს ყველას ახსოვს და ამ წინასაარჩევნო პერიოდშიც კარგად ვხედავდით მიზანმიმართულ კამპანიას მმართველი გუნდის წინააღმდეგ შესაბამისად, არ გამოვრიცხავთ იმას, რომ კონკრეტულ პროვოკაციებს ჰქონოდა ადგილი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ.
მან უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა „სამართლიანი არჩევნების“ განცხადებას მათი დამკვირვებლების საარჩევნო უბნებიდან გაძევების შესახებ.
„შესაძლოა აქ ერთი მხრივ ადგილი ჰქონდეს გარკვეულ პროვოკაციულ მოქმედებებს, მეორე მხრივ კი შესაძლოა, რომ დოკუმენტაციის სისწორეზე იყოს საკითხი. კომისიის წევრები არიან ძალიან კარგად გადამზადებული იმ საკითხებზე, რომლითაც მათ უნდა აწარმოონ საარჩევნო პროცესი; მათ ძალიან კარგად იციან რა დოკუმენტაცია უნდა მოსთხოვონ თითოეულ დამკვირვებელს, იციან რა უფლებამოსილება აქვთ დამკვირვებლებს. იყო რამდენიმე შემთხვევა სადაც ერთი ორგანიზაციიდან ორი დამკვირვებელი ცდილობდა დაკვირვების წარმოებას რაც კანონით არ არის დაშვებული. შესაძლოა იყოს ეს შემთხვევაც, ან შესაძლოა სრულიად პროვოკაციულიც იყოს, გამომდინარე იქიდან, რომ შეგახსენებთ, ჩვენ რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ დასკვნითი ანგარიში იმ კვლევის, რომელიც მიკერძოებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ეხებოდა. „სამართლიანმა არჩევნებმა“ რაც 2020 წელს მოიმოქმედა ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ეს ყველას ახსოვს და ამ წინასაარჩევნო პერიოდშიც კარგად ვხედავდით მიზანმიმართულ კამპანიას მმართველი გუნდის წინააღმდეგ, როდესაც არცერთი ის მრავალი დარღვევა არ აისახა მათ ანგარიშებში. შესაბამისად ეს პირდაპირ მიუთითებს მათი მხრიდან კონკრეტულ პოზიციონირებას და არც გამოვრიცხავთ იმას, რომ კონკრეტულ პროვოკაციებს ჰქონოდა ადგილი. მთელი მიზანი ამ პროცესებში ჩარევის არის ის მშვიდი გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აძლევს თავისუფალი ნების გამოხატვის შესაძლებლობას და ასევე ის, რომ შექმნან არასწორი აღქმები არსებულ საარჩევნო გარემოსთან და პროცესთან მიმართებით, რის უფლებასაც არავის მივცემთ. მარნეულის და ბაღდათის ინციდენტის გარდა ყველა სხვა უბანში მიმდინარე პროცესი არის კანონმდებლობის სრულ ფარგლებში“, - განაცხადა მიქანაძემ.
0
0
პარლამენტთან კარვებს შლიან
24/11/2024