10/10/2021
13:51
სამართალი
გაჩეჩილაძე აღნიშნულ ფაქტს მორიგ მორალურ ძალადობად აფასებს და ამბობს, რომ ეს არის მისი და მისი ოჯახის მიმართ რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა:
„ამა წლის 9 ოქტომბერს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტი, თითქოს მე ვმალავდი და ვმფარველობდი საზარელ მკვლელობაში ეჭვმიტანილებს, არის მორიგი სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მსგავსი ფაქტი არ მომხდარა და შესაბამისად, არც საგამოძიებო მოქმედებები არ ჩატარებულა ჩვენს სახლში, სადაც ამ დრომდე ცხოვრობენ ჩემი მშობლები - 88 წლის მამა და 85 წლის დედა, რომლებიც შეძრულები არიან და ძალიან მძიმედ გადაიტანეს აღნიშნული ცილისწამების ტირაჟირება.
ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობამ შეძრა ჩემი ოჯახი, ისევე, როგორც მთელი ქვეყანა და ამ საქმეში ეჭვმიტანილების შეფარების დაბრალება ჩვენთვის ასმაგად მტკივნეულია. ხაზგასმით ვაცხადებ, ეს არის ზღვარგადასული, მორიგი მორალური ძალადობა და ჩემი და ჩემი ოჯახის რეპუტაციის შელახვის მიზანმიმართული მცდელობა, რომელსაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი და დღემდე გრძელდება აღნიშნული მედიასაშუალების პოლიტიკურად ანგაჟირებული მფლობელების მხრიდან პირადი შურისძიების მიზნით!“, - აცხადებს ლევან გაჩეჩილაძე.
ინფორმაციისთვის, „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულების დასამალად ერთი ლოკაცია ძმებ გაჩეჩილაძეების სახლი იყო. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ლევან გაჩეჩილაძის შვილი ბრალდებულების ახლო მეგობარია და რატი გაჩეჩილაძე ნიკა კვარაცხელიასთანაც მეგობრობდა.
0
0