„ინფიცირების ზრდის ყველაზე მარალი რისკი ახლა გვაქვს“ - ივანე ჩხაიძე
31/12/2021
12:49
COVID-19
A-
+A
იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ინფიცირების ზრდის ყველაზე მაღალი რისკი ახალი წლის პერიოდშია.
როგორც ჩხაიძე ამბობს, შეხვედრა ღია სივრცეში შესაძლებელია, თუმცა აქაც უნდა დავიცვათ რეკომენდაცია.
„ღია სივრცეში შეხვედრა შესაძლებელია ასეთ შემთხვევაში რისკები ნაკლებია, თუ ნიღაბი გვექნება გაკეთებული. დახურული სივრცე და განსაკუთრებით ხალხმრავალი თავყრილობები, არის ერთ-ერთი შესაბამისი ადგილი ინფექციების გავრცელების. ამიტომ კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ. როგორმე ეს ახალი წელი გავატაროთ სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად, ვიწრო წრეში. მოვასწრებთ ყველაფერს, ახალი წელი ბევრი იქნება, მაგრამ რისკები რაც წელს გვაქვს არ განმეორდება, ახლა გვაქვს ყველაზე მაღალი რისკი ინფიცირების ზრდის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
0
0
312
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%