13/06/2022
17:33
ეკონომიკა
საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, „IDS ბორჯომის“ მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას, კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს.
შეთანხმების შედეგად, მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება კომპანიის მაკონტროლებელი ფუნქცია. კომპანიის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება და „IDS ბორჯომის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება.
„IDS ბორჯომის“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიის მენეჯმენტი მადლიერებას გამოხატავს, საქართველოს მთავრობის მიმმართ, შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და სახელმწიფო გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა.
0
0