02/09/2022
19:36
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1980-2005 წლებში ბავშვებით ვაჭრობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. გამოძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „ვეძებ“ ხელმძღვანელის თამუნა მუსერიძის ჩვენებებზე დაყრდნობით მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე პოლიცია იძიებს ხუთ საქმეს, რომლის თანახმადაც ბავშვები სამშობიაროდან გაყიდეს, ბიოლოგიურ მშობლებს კი უთხრეს, რომ ისინი ცოცხლები არ იყვნენ.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანით ვაჭრობას გულისხმობს.
„შინაარსი არის ერთი და იმავე - გააჩინა ბავშვი, ის იყო ჯანმრთელი. მესამე დღეს კი დედას უთხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბავშვი სამშობიაროს სასაფლაოზე უნდა დაკრძალულიყო, რადგან თურმე ასეთი წესი იყო. თუმცა ირკვევა, რომ მსგავსი ფაქტი არც ერთ სასაფლაოზე არ ყოფილა. არც ერთ სასაფლაოს არ ჰქონია ხელშეკრულება რომელიმე სამშობიაროსთან.
ჰქონდათ ერთი განყოფილება, სადაც ინახებოდა გარდაცვლილი ბავშვები და იმ შემთხვევაში, თუ მშობელი მოითხოვდა „გარდაცვლილი“ შვილის ნახვას, უჩვენებდნენ იმ ბავშვს, რომელიც წინასწარ ჰქონდათ გამზადებული. როგორც ჩვენ ბაზარში ვყიდულობთ ხორცს, ზუსტად ასე ყიდულობდნენ ბავშვებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ყველაზე მძაფრი ქეისი ჩაინიშნა, გვითხრეს, რომ მოკვლევას დაიწყებენ“, - განაცხადა მუსერიძემ „TV პირველთან“.
0
0