18/10/2024
17:33
მსოფლიო
დაჯგუფება „ჰამასმა“ ჯგუფის ლიდერის, იაჰია სინვარის გარდაცვალება დაადასტურა.
როგორც მედია წერს, სინვარის სიკვდილი „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა ბასემ ნაიმმა დაადასტურა, რომელიც დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს ხელმძღვანელია.
ის დასძენს, რომ ღაზაში ჯერ კიდევ 101 მძევალი რჩება და არ გაათავისუფლებენ მან ვიდრე, ისრაელი არ შეჩერდება და ისრაელის ჯარები არ გავლენ პალესტინის ტერიტორიიდან.
„ისრაელს, როგორც ჩანს, სჯერა, რომ ჩვენი ლიდერების მკვლელობა ნიშნავს ჩვენი მოძრაობის და პალესტინელი ხალხის ბრძოლის დასასრულს. მკვლელობა მოძრაობის და პალესტინელი ხალხისთვის ბრძოლის დასრულებას ნიშნავს. მათ შეუძლიათ დაიჯერონ ყველაფერი, რაც სურთ და ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ისინი ასე ამბობენ“, - დასძინა მან.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ლიდერი იაჰია სინვარი ისრაელელმა სამხედროებმა 17 ოქტომბერს მოკლეს.
0
0