15/08/2024
21:47
სპორტი
ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან, - ამის შესახებ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე, ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, წელს, ოლიმპიადაზე, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა ჰქონდა:
„ყველაზე მეტად რაც გამიხარდა არის ის, რომ ის სპორტსმენები, ვინც მონაწილეობა მიიღო და მედალი ვერ აიღო 50 000 ლარით დასაჩუქრდებიან. ბიჭებს, ყველას ძალიან გაგვიხარდა ეს, რაც ძალიან დასაფასებელი ფაქტია - მადლობა. აც შეეხება ემოციებს, რაღაც ყველასგან განსხვავებული ემოცია იყო, რადგან ისტორია დაიწერა, ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა ძიუდოს ისტორიაში. ბევრი რეკორდი დამყარდა, მთლიანად დელეგაციას სასწაული გამოსვლა გვქონდა, ღმერთის წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა,"- აცხადებს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური.
0
0